საქართველოს ისტორიული და ბუნებრივი არჩევანი ამ ქვეყნის მოსახლეობამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა. რა გამოწვევაც არ უნდა იდგეს, სხვა მოცემულობა და სხვა გზა არ გაგვაჩნია. ამ გზაზე მოკავშირეების გარეშე ვერც ვივლით და არც შეიძლება. არ მეგულება არც ერთი კანონი და არც ერთი კანონის მიზანი თუ შედეგი, რომელიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას გაუთანაბრდება. არ მეგულება არც ერთი კანონი, რომელიც პოლარიზაციისა და დაპირისპირების ასეთ ფასად შეიძლება ღირდეს. მე სოხუმში დაბრუნების ერთადერთ გზად, ძლიერ და განვითარებულ საქართველოში ვხედავ, რომელიც მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისთვის. ამის შესაძლებლობის ერთადერთი გზა ევროპულ ინტეგრაციაზე გადის. ამიტომ ყველა სხვა ამოცანა ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ევროპულ მიზანთან შედარებით. ამიტომ არ დავუშვათ და არ გავუშვათ შანსი ჩვენი მომავლისთვის.
რუსული კანონი
სიჭინავა: არ მეგულება არც ერთი კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას გაუთანაბრდება
tbl.ge/6aq8
დაკოპირდა

INSTAGRAM-ზე წერს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, თეა სიჭინავა.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




