რუსული კანონი

წითლიძე იოსელიანს: ივანიშვილმა ნახევარ დღეში გაგანადგურა – შენს ადგილას გადავდგებოდი!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე, ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს. 

"რა გაგიკეთა ბიძინამ მიხვდი? ნახევარ დღეში გაგანადგურა. რაც ახლა რუსთაველზე ხდება და რაც დაგვმართეს - შენი პასუხისმგებლობაც არის! რუსთაველზე უნდა დარბოდე ახლა და ამ ახალგაზრდებს იცავდე, შენი შვილის ტოლ ახალგაზრდებს თორემ მდინარაძის მუშტებს მე ავიტან და გაზით მოწამვლასაც.

შენს ადგილას გადავდგებოდი! ამ ახალგაზრდებს თვალებში ვერ ჩახედავ. გადადექი!"- წერს ანა წითლიძე FACEBOOK-ზე. 

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს. მას ტერიტორიის დატოვება შეძახილების - "მონა, მონა" - ფონზე მოუწია.

კითხვაზე, შსს-ს გამოყენებული ძალა იყო თუ არა პროპორციული, იოსელიანმა თქვა, რომ "ამ წუთში კონკრეტულად ამ შეფასების გაკეთება გამიჭირდება [არის თუ არა გამოყენებული არაპროპოციული ძალა], იმიტომ, რომ ვეცნობი აქ არსებულ მდგომარეობას".


96 მომხრე, 0 წინააღმდეგი - 7 მარტს, პარლამენტმა პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 99-მა დეპუტატმა გაიარა.

კომენტარები