რუსული კანონი

ნაცვლიშვილი: პროტესტი გაგრძელდება, გაიზრდება – ჭკვიანი პროტესტი გვჭირდება, სწორი ნაბიჯებით

მოვედი სახლში, მთელი დღის მშიერი, საშინლად დაღლილი, გაზით გაჟღენთილი და იმედიანი!

პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე - აუცილებლად!

პასუხისმგებლობა და სანქციებიც იქნება!

ულევი მადლობა ვინც მოხვედით, გაზით, წყლით, დაკავებებით იცავენ თავის რუსულ არჩევანს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ - ევროპულ არჩევანს.

ჭკვიანი პროტესტი გვჭირდება, სწორი ნაბიჯებით! ბევრი საქმეა!

ახლა რამდენიმე საათით დავიძინებ, და მერე ისევ ვაგრძელებთ!

facebook-ზე წერს ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი. პარლამენტთან 15:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. 

კომენტარები