რუსული კანონი

მეძმარიაშვილი რუსულ კანონზე: მე მივეცი ხმა, რაღაც ტექნიკური გაურკვევლობა იყო

მე კანონპროექტს მხარი დავუჭირე... მივეცი ხმა. ეს რაღაც ტექნიკური გაურკვევლობა იყო. დარეგისტრირებული ვარ ჩვეულებრივად.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი POSTV-სთან ამბობს, რომ უცხოელ აგენტებზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა და თუ მისი ხმა არ დაფიქსირდა, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია. ირაკლი მეძმარიაშვილი ერთერთია იმ ოთხი დეპუტატიდან (დავით სერგეენკო, ირაკლი მეძმარიაშვილი, ქეთი დუმბაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია) რომელმაც ოქმის მიხედვით, უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის კენჭისყრისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით, ქეთი დუმბაძემაც განმარტა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და "ტექნიკური ხარვეზი იყო".

კომენტარები