რუსული კანონი

ზურაბიშვილი: ეს კანონი მოსკოვის კარნახით მოდის

არავის აქვს უფლება, რომ თქვენ თქვენი მომავალი წაგართვას. არავის აქვს უფლება დააგოს მახეები, ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით.

ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირადაა გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა სახის კანონია ეს. პირველივე დღიდან, ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.

მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი, პირველ რიგში მე, მაგრამ ასევე მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში მივიყვანოთ, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ყველა ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, ყველა ის, ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპის გზას.

მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ან ამერიკაში. რას ვიცავთ ან რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს. ჩვენ ყველა ერთად ახალგაზრდები ვინც იქ ხართ, მე, როცა აქ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და მექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ან გაეროს ტრიბუნიდან, როცა იგივეს ვამბობ, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, თუ არა მისი აზრი, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში, ამის პირობას გაძლევთ, რადგან ეს პირობა ჩემს თავს დიდი ხნის წინ დავუდე.

სპეციალურ მიმართვაში თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები