თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი და არის ეჭვი, რომ რაღაცას აპირებთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს, გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა... არ არის საჭირო ქალბატონო ანა, სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება ამ დარბაზში... ნდობა იმის, რომ რაიმე ექსტრავაგანტულს არ ჩაიდენთ, არ არის და. გადაჯექით მაშინ იქით ნაპირზე, თუ შეიძლება.
რუსული კანონი
პაპუაშვილი წითლიძეს: რაღაც ბოთლი გაქვთ და არის ეჭვი, რაღაცას აპირებთ, ჩააბარეთ მანდატურს
tbl.ge/6aoc
დაკოპირდა

მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატს, ანი წითლიძეს. რამდენიმე წუთით ადრე, წითლიძემ facebook-ზე დაწერა, რომ "ხელში იოგურტი მიჭირავს და მთელი ქართული ოცნება მე მიყურებს. რა ჰგონიათ, რა მაქვს ამ იოგურტის ბოთლში, არ ვიცი".
ქართული ოცნება მოტყუებით, 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს რუსულ კანონს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




