ირანი

ხამენეი: სკოლის მოსწავლე გოგონების მოწამვლაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს 

აიათოლა ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ბოლო თვეებში სკოლის მოსწავლე გოგონების სავარაუდო მოწამვლის ტალღას უპატიებელი დანაშაული უწოდა.

"თუკი ამ საკითხში ჩართული არიან ადამიანები და, რა თქმა უნდა, არიან... დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ყველაზე მკაცრი სასჯელით". - აღნიშნა მან.

ნოემბრიდან დღემდე ირანის ათობით სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე გოგონა უცნობი დაავადებით საავადმყოფოში მოხვდა. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ კვირას მინიმუმ 15 ქალაქში მოხდა. მთლიანობაში ირანის 31 პროვინციიდან 25-ში 127 სკოლა დაზარალდა.

ხელისუფლებამ ძალიან ცოტა ინფორმაცია გაავრცელა აღნიშნული შემთხვევის გამოძიებასთან დაკავშირებით. მათ მომხდარში ირანის "მტრები" დაადანაშაულეს, რომლებიც ხელისუფლების აზრით, ამ გზით სასულიერო წრეებს ძირს უთხრიან.

როგორც BBC-ი წერს, ზოგიერთი ირანელის აზრით, გოგონების მოწამვლა მათთვის განათლების აკრძალვას უკავშირდება, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ამ გზით ირანელ გოგონებს ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან.

კომენტარები