რუსული კანონი

იაპონიის ელჩი რუსულ კანონზე: ვიზიარებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას

ვშიშობ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიტიურ როლზე. თუ ასეა, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელსაც იაპონია ძლიერ უჭერს მხარს.

ვიზიარებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას. როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციირების საბაბი არასაკმარისი გამჭვირვალობაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილებით, ამჟამინდელი კანონმდებლობის ფარგლებში ისინი საკმარის [ინფორმაციას] აქვეყნებენ.  უფრო მეტიც – არ მომისმენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომაა საჭირო უფრო მეტი გამჭვირვალობა მედიისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებისთვის.

ამბობს საქართველოში იაპონიის ელჩი, იმამურა აკირა ნეტგაზეთთან ინტერვიუში.  

კომენტარები