კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ყაველაშვილი: აღარ გამოდის რევოლუცია, დროზე დავამთავროთ [სხდომა], ხალხს შია

მიზანი იყო ერთი, რუსული უნდა მიგვეღო, ეს გამოიწვევდა ვნებათაღელვას საზოგადოებაში, ატყდებოდა ერთი ამბავი, დაიწყებოდა ხელისუფლების ცვლილებაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ. ახლა ჩამოიშალა ეს ყველაფერი, ვეღარ დაამტკიცეს, რომ ეს რუსულია, რა უნდა ქნან ახლა და დაიშალნენ, რაზე ილაპარაკონ, ამერიკულზე, ნუ რა ქნან სხვა სისტემაა, ქართულზე იმას არ მიესადაგება, რუსული ვერ მიიღეს, რა ქნან, აღარ გამოდის ეს რევოლუცია, დროზე დავამთავროთ, ხალხს შია.

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა და უცხოური "აგენტების" შესახებ კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას.

კომენტარები