კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

დურბინი: საქართველოს დამაზიანებელი ნაბიჯები აქვს ასარიდებელი, როგორიც წინდაუხედავი კანონია

იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. მას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის.

თქვა ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ დურბინმა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

კომენტარები