რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: ბახმუტის დაცემის შემთხვევაში რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ქალაქი ბახმუტი სიმბოლურ მნიშვნელობას უფრო მეტად ატარებს, ვიდრე ოპერაციულს. 

“ვფიქრობ, რომ ეს უფრო სიმბოლური ღირებულებაა, ვიდრე სტრატეგიული და ოპერაციული“. - ამბობს ოსტინი.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, ახლო მომავალში აიღებს თუ არა რუსეთი ბახმუტს.

“ბახმუტის დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსებმა შეცვალეს ამ ბრძოლის მსვლელობა“. - აღნიშნა ოსტინმა.

ამასთანავე, ავსტრიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ბრუნო ჰოფბაუერი მიიჩნევს, რომ ქალაქი ბახმუტი უახლოეს მომავალში არ დაეცემა.

4 მარტს ბრიტანულმა დაზვერვამ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ უკრაინული არმია რუსული ძალებისგან მზარდი წნეხის ქვეშ არის, ხოლო ინტენსიური ბრძოლა ქალაქსა და მის შემოგარენში მიმდინარეობს.

კომენტარები