კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ბუაძე: ჩვენი შვილების მომავლით მოვაჭრეების ცხოვრება აღარ უნდა იყოს "საამური"

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ჩვენ ქვეყანას უჩრდილო, უსახური და უბიოგრაფიო ხალხის საშუალებით მართავს, აუცილებლად უნდა გავიცნოთ ის ხალხი ვინც ჩვენ მომავალს ყიდის. ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაიხადოს ჩვენი ევროპული მომავლის დასამარების ფასი.

ყველას უნდა გავაცნოთ ჩვენი შვილების მომავლით მოვაჭრეები. მათი ცხოვრება აღარ უნდა იყოს "საამური". მათთან ჩვეულებრივი სოციალური წესებით ურთიერთობა აღარ უნდა იყოს მისაღები.

ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროპის და დასავლეთის მოძულე პოლიტიკურმა არარაობებმა ვეღარასდროს დადგან ფეხი მათთვის საძულველი ევროპული სახელმწიფოების მიწაზე.

წერს ლელოს წევრი, საბა ბუაძე რუსულ კანონზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები