საქართველო-აშშ

მომავალ კვირას კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო საქართველოს ეწვევა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ლუის ბონო მომავალ კვირას მიემგზავრება რეგიონში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ვიზიტით. ბატონი ბონო შეხვდება მაღალჩინოსნებს, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენი მდგრადი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". – თქვა პრაისმა.

მისივე თქმით, ბონო ჯერ ბაქოში, შემდეგ ერევანში, ბოლოს კი თბილისში ჩავა.

კომენტარები