რუსული კანონი

კობახიძე რუსულ კანონზე: ხელს შეუწყობს EU-ს პირველი პუნქტის შესრულებას, დეპოლარიზაციას

მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში. ეს არის დეპოლარიზაცია.

კანონები შეიძლება მიიღო, მაგრამ ერთი პუნქტია, სადაც პროგრესი არ ჩანს. არა თუ პროგრესი არ ჩანს, პირიქით, არის მუდმივი მცდელობა, რომ იყოს რეგრესი, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს საუბრობდნენ ევროპაზე მაღალ რეგისტრში. ეს ყველაფერი ხომ ფარისევლობაა, რასაც ესენი აკეთებენ?! სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დაუპირისპირდნენ სწორედ ამ პირველი პუნქტის შესრულებას. ამას აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური წარმომადგენლები, ასევე მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ხშირად იყო ვითარება, როდესაც მივდიოდით გარკვეულ შედეგამდე და ჩამშლელების როლში გამოდიოდნენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

[...] პოლარიზაციას რაც განაპირობებს არის ბუნდოვანება, ანუ ერთი მხრივ ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორც კი ჩვენ შევიტანთ გარკვეულ სიცხადეს ამ ყველაფერში მაშინვე მე მგონია რომ ამ კანონს პრევენციული ეფექტი ექნება. ანუ ვიღაცები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან. საზოგადოება ხომ დაინახავს ამ ყველაფერს, აქამდე არც ყოფილა ამ თემაზე საუბარი. აქამდე ეს თემა არც გაგვიშლია, მაგალითად არ გვისაუბრია იმაზე, რომ ვიღაც რომ თან გთხოვს დეპოლარიზაციას და თან გიფინანსებს პოლარიზაციას. ეს თემა რომ გამოვიდა უკვე სააშკარაოზე და ხალხმა ამასთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია, ამასაც ექნება პრევენციული ეფექტი. ვიღაცას აღარ მოუნდება პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება და ეს რა თქმა უნდა ეს უფრო სწრაფად მიგვიყვანს იმ მიზნამდე რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

კომენტარები