კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

ზურაბიშვილი რუსულ კანონზე: სამართლებრივი პოზიციები არ მაქვს, ვეტოს დავადებ

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ მე ამ კანონის განხილვაში, ვეტოს, ყოველ შემთხვევაში, დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირ კანონი მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპას და, ამდენად, არის ჩემთვის მიუღებელი. 

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხალხის ძალის მიერ უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე.  

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოს პრეზიდენტს 10 დღის ვადაში ეგზავნება. პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობას - 76 დეპუტატს შეუძლია. 

კომენტარები