რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას აფართოებს

Reuters

იაპონიამ 28 თებერვალს გადაწყვიტა, რუსეთთან დაკავშირებულ 143 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესოს.  

სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა და იაპონური ფირმების ექსპორტის აკრძალვა, მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, სამხედრო ოფიცრების, ბიზნესმენების და რუსეთში მოქმედი კომპანიების საქმიანობის შეზღუდვას. 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, რუსეთის კერძო სამხედრო ფირმა, რომელიც დაარსდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირის, ევგენი პრიგოჟინის მიერ, დაემატება იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიას. 

იაპონიის პრემიერმინისტრმამ ფუმიო კიშიდამ, რომელიც პარასკევს ხელმძღვანელობდა G-7-ის ონლაინ სამიტს, ომის წლისთავზე გამოთქვა მზადყოფნა, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, G-7-ის წევრმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ "ახალი კოორდინირებული ეკონომიკური ქმედებები" გამოიყენება მოსკოვის  წინააღმდეგ ახლო მომავალში, რათა "კიდევ შეარყიოს რუსეთის შესაძლებლობები, აწარმოოს უკანონო აგრესიული ომი".

კომენტარები