WizzAir

14 მარტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი მოლდოვის მიმართულებით რეისებს აუქმებს

მოლდოვური მედიის ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air-ი  14 მარტიდან მოლდოვის მიმართულებით რეისებს აუქმებს

მედიის ინფორმაციით, 27 თებერვალს გავრცელდა Wizz Air-ის ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების მიზნით, კომპანია კიშინიოვიდან ფრენებს აჩერებს. 

"მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-თვის უპირველესი პრიორიტეტია. მოლდოვაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მოლდოვის საჰაერო სივრცე მაღალი, თუმცა არა გარდაუვალი რისკის ქვეშ იმყოფება. ამის გამო Wizz Air-მა მიიღო რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, 14 მარტიდან გაეუქმებინა ყველა ფრენა კიშინიოვის მიმართულებით". - ნათქვამია განცხადებაში. 

Wizz Air-ის ცნობით, კიშინიოვის ნაცვლად დაინიშნება დამატებითი რეისები რუმინეთის ქალაქ იასის მიმართულებით. 

კომენტარები