საქართველო-უკრაინა

უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2 წლით ყოფნის უფლება ექნებათ – დადგენილება

მთავრობის დადგენილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს  საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება ექნებათ.

აქამდე უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ქვეყანაში სრული 1 წლის გატარების უფლება ჰქონდათ.

მთავრობამ დადგენილებაში "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა" ცვლილება 2023 წლის 24 თებერვალს შეიტანა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები