ევროპული საქართველო

ბოკერია კასიანოვზე: ჩვენი უბედურება არის რეალობა, რომელიც დგას და იწვევს ამ რეაქციას

ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი უბედურება ის კი არ არის, თუ როგორ გამოეხმაურება ჩვენი რეჟიმის საქციელს რომელიმე უკრაინელი დიპლომატი, ჩვენი უბედურება არის რეალობა, რომელიც დგას და იწვევს ამ რეაქციას.

ეს რეალობა არის ერთი მხრივ უბრალოდ სირცხვილი, ამ ბოროტებისა და სიკეთის შორის ომის დროს მკაფიო პოზიციის დაუფიქსირებლობა და მეტიც, ბოროტების მხარეს დგომა ბევრ შემთხვევაში, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლეთისგან საქართველოს იზოლირება, რაც სირცხვილის გარდა პირდაპირი გაგებით გვიზრდის რუსული აგრესიის საფრთხეს, დაუცველს გვტოვებს რუსეთის წინაშე, როგორც ეს 90-იანებში მოხდა, როცა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყვეს. ეს არის რეალობა, რომლის შეცვლაც ჩვენი მოვალეობაა ქვეყნის შიგნით ჩვენი მომავლის წინაშე. ეს სირცხვილი ვერ გაქრება და ჩვენი საფრთხე ვერ განეიტრალდება და ვერ გავაღწევთ თავისუფლების სამშვიდობოს, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს, ხოლო დღეს ასეთი არ გვყავს.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე".

კომენტარები