რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სახალხო ტრიბუნალმა" სიმბოლური გადაწყვეტილება მიიღო და პუტინი ბრალდებულად ცნო

"სახალხო ტრიბუნალი"

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე "სახალხო ტრიბუნალმა", რომელსაც სამართლებრივად ძალაუფლება არ გააჩნია, სიმბოლური გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისთვის ბრალდებულად ცნო. სასამართლომ გასცა ვლადიმირ პუტინის დაკავების ბრძანება. 

ჰააგაში ერთკვირიანი მოსმენების შემდეგ, სამი წევრისგან შემდგარმა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა "გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს სამართლებრივად მოეთხოვოს პასუხი კანონის წინაშე. დამნაშავე დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკავებული და გასამართლდეს უკრაინის ოფიციალური ტრიბუნალის წინაშე". 

გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო ძალისხმევის ფონზე, რომ ერთ დღესაც პუტინი და სხვა რუსი ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისთვის გასამართლდებიან. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება უკრაინაში, თუმცა ამის იურისდიქცია არ აქვს. 

მოსამართლის, ზაკ ჯეიკობის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მოსმენები გარკვეულ შედეგს გამოიღებს:
"იმედია, ეს არის ნაბიჯი სისხლისსამართლებრივი დევნისკენ. ჩვენ არ გვაქვს იურიდიული უფლებამოსილება და ძალაუფლება, მაგრამ მორალური ძალა შეგვწევს, რაც გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანს". 

კომენტარები