ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე ვაშაძის 4 პუნქტზე: ეს პუნქტები კანდიდატის წევრობის სტატუსთან პირდაპირ კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძე
ფორმულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გიორგი ვაშაძის 4-პუნქტიან გეგმას გამოეხმაურა, რომელიც მან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წარადგინა. ჯაფარიძის თქმით, ეს პუნქტები პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსთან.

"მეტ სიცხადეს ვერ შევიტან, რაც დღეს ითქვა, ასე არის, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის საკმარისი. საბოლოო ჯამში, ეს ოთხივე პუნქტი პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსთან, რომელი საკითხიც წლის ბოლოს უნდა გადაწყდეს. შიდა შეთანხმება გვაქვს იმაზე, რომ მანდ ვიყოთ ისევე კოორდინირებულად, როგორ კოორდინირებულადაც დღევანდელი დღე ჩავატარეთ, რომ ასევე კოორდინირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ იმ ფონზე, როცა, ჩვენი რწმენით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ სტატუსზე უარი გვეთქვას და იმ არსებულ თორმეტ პუნქტს ზევიდან ერთი მაგდენს ამატებს". - თქვა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, არ მისცენ საშუალება ქართულ ოცნებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას აგვაცდინონ. ვაშაძის თქმით, მათ კონკრეტული ამოცანები აქვთ:

  • 1. პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;
  • 2. გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ ყველა ადამიანს გვერდში, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა; 
  • 3. ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჩვენთვის;
  • 4. ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე.

კომენტარები