გიორგი ვაშაძე

ვაშაძე: ცივილიზებულ სამყაროს გავუგზავნეთ გზავნილი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირს

მეგობრებო, დღევანდელი დღე არის უკრაინის სოლიდარობის დღე, მრავალი ათასი ადამიანის აქ შეკრებით დღევანდელი დღე შედგა. ცივილიზებულ სამყაროს გავუგზავნეთ გზავნილი, სად დგას საქართველო, რომ იმსახურებს ევროკავშირსაც და ნატოსაც. გავაგრძელებთ სვლას დიდი გამარჯვებისკენ. ჩვენი მთავარი მიზანია, არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას აგვაცდინოს, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გვაქვს კონკრეტული ამოცანები:

1. პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;
2. გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ ყველა ადამიანს გვერდში, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა; 
3. ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჩვენთვის;
4. ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე.

მზად ხართ ერთიანობისთვის? მზად ხართ გამარჯვებისთვის? აი, ეს ეროვნული ენერგია სჭირდება საქართველოს.

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიმართვისას ისაუბრა.

კომენტარები