კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაგუნდელის, ვახო მეგრელიშვილის Facebook-პოსტს გამოეხმაურა და პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ "არანაირი გარანტიები არავისგან არასდროს არ ჰქონია".
ჯაფარიძის თქმით, მეგრელიშვილს მისთვის არ უკითხავს, ჰქონდა თუ არა რაიმე გარანტიები ბიძინა ივანიშვილისგან 2016 წელს, როდესაც პარტია გირჩი ჩამოყალიბდა.
"[...] არც პირველ კითხვად, და ზოგადად, ჩემთან მიმართებაში ეგ კითხვა საერთოდ არ დაუსვამს, რამე გარანტიები მაქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სავარაუდოდ, გულისხმობს რომ პალიკოსთან [კუბლაშვილი] ჰქონდა რაღაც მსგავსზე საუბარი და იქაც მეეჭვება, რომ რაიმე ასეთი პასუხი მისთვის გაეცა, რომ ბიძინასგან გვაქვს რაღაც გარანტიებიო. [...] მეტყობა მე რამეზე, რომ რომელიმე კონკრეტულ რამეში ბიძინას რომ აწყობდა ისეთი რამ გავაკეთე? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო თავის დროზე მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის... რა ვიცი, ხომ მლანძღავდნენ ამ წამოსვლის გამო. ჩემს მერე ვაშაძე წამოვიდა, იგივე დრო დააყარეს. [...] ეს დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ პარტიას, არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, რომ თუ წესიერი კაცი ხარ, რანაირად შეიძება, აქედან მიდიოდე. მე ამ ამბავში მერე ნაციონალური მოძრაობის ბევრ ადამიანთან დამილაგდა ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ ლანძღვაში გამატარეს წლების განმავლობაში, ისინიც მიხვდნენ, რომ მე არავის თამაში არ მითამაშია არასოდეს. [...] ყოველთვის ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა. [...] იქ რაც ეწერა ვახოს, თქვას მაშინ, რომ "პალიკომ მომცა გარანტიები" და მე წავალ და ვკითხავ პალიკოს, "მართლა მიეცი თუ არა გარანტიები".
[...] მე მგონია, რომ ეს არის სისულელე. არანაირი გარანტიები არავისგან არასდროს არ მქონია და რასაც ის წერს, რომ მე რაღაც "გმირობანას" ვთამაშობ, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. ის არაფერს არ აკეთებს და არ ლაპარაკობს ისე, რომ მას სახლთან დახვდნენ ტიტუშკები. მე სახლთან ნიღბიანი ტიპები მხვდებოდნენ და იარაღის გამოყენება დამჭირდა ორჯერ. მათ შორის, ერთხელ ჰაერში სროლა დამჭირდა, რომ გადავრჩენილიყავი. ეგ არ გაუტაცებია არასდროს სპეცრაზმს იმის გამო, რომ პოლიციას ელაპარაკებოდა და რაღაცას უხსნიდა. მე გამიტაცეს, ნიკა მოსიაშვილთან ერთად, წიხლებით შეგვდგნენ, მერე ვიღაც ბოქსიორი მოიყვანეს და იმან გვირტყა. მას ასეთი რაღაცეები არ გადაუტანია და ამიტომ შეუძლია ასე აგდებულად ლაპარაკი ჩემზე კი არა, ზოგადად, პროტესტში რომ ადამიანებია, მათზეც. და ამას ეძახოს "გმირობანა" - ადამიანებზე, რომლებიც აწამეს.
[...] მე არასდროს მიკადრებია, რომ მეთქვა, რომ ეგენი ვიღაცასთან შეკრულები არიან. უბრალოდ ვაბმობ ახლაც, რომ სხვაგან არიან, თავის განცდებში არიან". - თქვა ჯაფარიძემ.
მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ თვითონ ზურა ჯაფარიძე არის "ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი "კეთილი დიქტატორია".
მეგრელიშვილის თქმით, რომ როცა ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ოთხი დეპუტატი ახალ პარტიას, გირჩს ქმნიდა მათ ჰკითხა: "რა გარანტიები აქვს ახალ პარტიას ივანიშვილისაგან?". მისი მტკიცებით, პირობა, რაც მაშინ მოისმინა, მისთვის "მორალურად მისაღები იყო".





