მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, რომ ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, ისე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა. მას სურდა, რომ ჰქონოდა მოწვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც უკრაინელი ხალხი განიცდის, ისეთი ომი, რომელშიც უკრაინელი ხალხი არის და ამის დაყვანა ასეთ საკითხამდე, რომ ვინ სად დადგება და სად გადაიღებს სელფის, არ არის სწორი და მართალი საქციელი.
ქართული ოცნება
პაპუაშვილი უკრაინაში არჩასვლაზე: არასწორია საქმის იქამდე დაყვანა, ვინ სად გადაიღებს სელფის
tbl.ge/6a7p
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომისთვის წლისთავისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოაქცია და მწუხარება გამოთქვა, რომ ომის წლისთავზე უკრაინაში საქართველოდან მხოლოდ ოპოზიცია ჩავიდა.
ამავე თემაზე
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი
- კობახიძე: ივანიშვილის რჩევით ხშირად ვსარგებლობ, რაც ყოველთვის ფასდაუდებელია




