ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს მთავრობის მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის და იქნება მშვიდობის შენარჩნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობისა და განვითარების. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე და განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემას. ერთ-ერთი ასეთი განსაცდელი შესაძლოა იყოს ომი, რომელსაც მაოქვს ნგრევა და უბედურება. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში. უკრაინამ, დღეის მდგომარეობით, უკვე დაკარგა ტერიტორიების 20%, ათი ათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარია 700-800 მილიარდზე, ზოგი კი ამბობს, რომ ზარალმა, ყველაფრის ჩათვლით, შეადგინა ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ომი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
ქართული ოცნება
ღარიბაშვილი: ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან აიცილოს განსაცდელი
tbl.ge/6a77
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




