რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: ომის ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით ბეტონზე და ფოლადზე უფრო ძლიერები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი 
უკრაინსკაია პრავდა 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინის ოკუპანტებისგან დაცვაში მონაწილეობს. მან Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნა, სადაც უკრაინის მცველები ჩანან. 

“ჩვენი გამძლეობის საფუძველი ხალხია. უბრალო ხალხი - ჩვენს შორის, ჩვენთან ერთად. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც იარაღი აიღეს, რათა დაეცვათ საყვარელი ადამიანები, თავიანთი სახლები და ქვეყანა მტრის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიისგან. ეს ის ხალხია, ვინც ახლა, ამ წუთას ურტყამს ოკუპანტს, პოზიციებს იკავებს, ცივ, მაგრამ მშობლიურ მიწაზე იყინება, ძმების სიცოცხლეს იხსნის, ჯარს ყველაფრით ეხმარება. 

ომის ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით ბეტონზე და ფოლადზე უფრო ძლიერები, რადგან გვახსოვს DAP-ისა და აზოვსტალის დაუმარცხებელი მცველების მაგალითები”. - წერს ზალუჟნი.

კომენტარები