რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთი და ჩინეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

SCMP

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. 

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინი პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაღრმავებას "საერთაშორისო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის" საჭიროდ მიიჩნევს და ელოდება ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტს.

2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან მალევე პუტინმა და სი ძინფინგმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ "ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობას საზღვრები არ აქვს". მართალია, რუსეთი ჩინეთზე უფრო დამოკიდებული გახდა, მიუხედავად ამისა, პეკინმა უარი თქვა საჯარო სამხედრო დახმარებაზე.

ვანგმა პუტინთან ვიზიტისას აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს მესამე ძალა და პირობა დადო, რომ გააღრმავებს სტრატეგიულ თანამშრომლობას მოსკოვთან.

ამასთანავე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ჩინეთის უმაღლესი დიპლომატის პირველი ვიზიტია.

გუშინ, 22 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. 

კომენტარები