ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს შეხვდა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა

Reuters

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა

ჩინეთის საგარეო მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. 

"რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სწორედ ისე ვითარდება, როგორც გასული წლების განმავლობაში ვგეგმავდით. ის წინ მიიწევს და ვითარდება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის". - თქვა პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას. 

თავის მხრივ, ვანგ იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა რუსეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ეს ურთიერთობა სხვა ქვეყნების ზეწოლას არ დაემორჩილება

21 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ჩინეთის უმაღლესი დიპლომატის პირველი ვიზიტია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოსკოვში ვიზიტსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგიც გეგმავს

კომენტარები