ქართული ოცნება

პაპუაშვილი: პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული

აქამდე რაც იყო დაფარული, ზოგი ვიცოდით ნაამბობით, ზოგს ვხვდებოდით, ახლა ვხედავთ, მათ შორის გამჭვირვალობის ინსტრუმენტები იძლევა ამის საშუალებას, რომ ვნახოთ რომ მიდის პირდაპირ დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისგან, მიტოვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

შეგახსენებთ ერთ რამეს, ყველამ გაიხსენეთ, 1 წელი გავიდა რაც დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და გაიხსენეთ, რამდენი ბრიფინგი ჩატარდა, ინფორმაცია იყო, რომ თითქოს საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. მინიმუმ 10 ხომ გაგახსენდებათ? გაიხსენეთ, რომელ ერთზე მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ამაში მილიონებს იღებენ, რომ დეზინფორმაციის მხილება მოახდინონ, რომელ ერთზე მოხდა დეზინფორმაციის მხილება?! მიტოვებულია ჩვენი ხელისუფლება ამ ომში, მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით იმდენად ძლიერად არის, რომ ყველა ეს პროპაგანდისტული თავდასხმა მოვიგერიეთ. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

კომენტარები