კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

წულუკიანი: ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა, ფაქტია, მათ არაფერი მოსწონთ

ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში. მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს კანონპროექტი მათ შეიძლება იმიტომ არ მოსწონდეთ, რომ ფიქრობდნენ, რაღაცის გამჭვირვალობა, პროექტის თუ მიმართულების გამომზეურება შექმნის ალბათ რაღაც უხერხულობებს, არ ვიცი, მაგრამ ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

მთავარი არის გენერალური ხაზი, რომელიც აირჩია ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა საკუთარი თავისთვის გამჭვირვალობის მიზნით მკაცრი წესების დამკვიდრება დაიწყო. ამიტომ ჩვენ ალბათ უფრო მშვიდად უნდა შევხვდეთ ხოლმე ასეთ რაღაცებს, როდესაც არასამთავრობო სექტორში ხარ და სხვას მოუწოდებ მეტი გამჭვირვალობისკენ. ის ფული, რომელიც არასამთავრობო სექტორში შედის, ხალხის ფულია. ასევე, გადასახადების გადამხდელის ფულია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იქაც არის ელემენტარული გამჭვირვალობა საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ხალხის ძალის მომზადებულ კანონპროექტებზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები