კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ნონიაშვილი: ზოგიერთ პროცესში NGO-ების ნაწილმა ნიანგი გამოკვება, იმედით, რომ მას არ შეჭამდა

სამწუხაროდ, ზოგიერთ პროცესში NGO სექტორის ნაწილმა და დონორმა ორგანიზაციებმა ნიანგი გამოკვება, იმ იმედით რომ მას არ შეჭამდა. (12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ პოზიციონირება ან/და მისი თავის არიდება; ბოიკოტის შეწყვეტის და კაპიტულაციური შეთანხმებით პარლამენტში შესვლის ქომაგობა...)

ნიანგმა კი სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფებიც შეჭამა, მედია ჯგუფებიც, შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიც შეჭამა, ახლა NGO ჯგუფებსაც შეჭამს.

გზა რომელიც სწორია, კოლაბორაციონისტებთან არათანამშრომლობაზე გადის. იმედია, NGO ჯგუფები სწორ გზას აირჩევენ.

18 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებში ვიმუშავე შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, კორუფციასთან ბრძოლის, არჩევნების და სხვა საკითხების შესახებ მგომარეობის გაუმჯობესებაზე ამ ქვეყანაში. მე მგონია, რომ კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერები იყვნენ და პოლიტიკურ-სამოქალაქო პროცესებზე გავლენა ჰქონდეთ. კოლაბორაციულ-ავტორიტარულ რეჟიმი სწორი გზით სიარულით უნდა მოვსპოთ.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ხალხის ძალის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობას" ეხება. 

კომენტარები