ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინი: მძ**ერი დუღს, სისხლი დუღს, საბრძოლო მასალების საკითხი გადაუჭრელია

ევგენი პრიგოჟინი რუსეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირთა და ბიზნესების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2016 წლის 9 აგვისტო.
Mikhail Metzel/TASS via Getty Images

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟონის თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ვაგნერის ჯარისკაცებს საბრძოლო მასალას საკმარისად არ აწვდის. ამის შესახებ ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

"როგორც ამბობენ, მძ**ერი დუღს, სისხლი დუღს, მაგრამ საბრძოლო მასალების საკითხი, რომელიც მე წამოვჭერი, აბსოლუტურად გადაუჭრელი რჩება. და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა... მეტიც, ვიცი საბრძოლო მასალის შესანახი პუნქტები, ვიცი პარტიების ნომრები, ყუთების ნომრები. მე კარგად მესმის სად და რა არის და ვიცი, რომ ეს საბრძოლო მასალები იქ არის. ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებ, მიუხედავად ჩემი ნაცნობობისა, კავშირებისა…" - ამბობს პრიგოჟინი. 

პრიგოჟინის თქმით, საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, ყოველდღიურად ვაგნერისა და სხვა სამხედრო შენაერთების ორჯერ მეტი ჯარისკაცი იღუპება.

"ყველა თავს აქნევს და ამბობს: "იცი, ევგენი ვიქტოროვიჩ, შენ იქ პრობლემური ურთიერთობა გაქვს“, თითის აწევითა და თვალები გადატრიალებით, "ამიტომ უნდა წახვიდე და ბოდიში მოიხადო და მერე შენი მებრძოლები საბრძოლო მასალას მიიღებენ". - თქვა პრიგოჟინმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი, ვინც მის დაქირავებულებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში ხელს უშლიან, მტრისთვის მუშაობენ და მათ რუსეთის დამარცხებაში ეხმარებიან. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში პრიგოჟინმა საავადმყოფოში მოინახულა ქვედანაყოფი ახმატის მეთაური და კადიროვის თანაშემწე, აპტი ალაუდინოვი, რომელიც, ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, მოწამლული იყო. შეხვედრის დროს პრიგოჟინმა თქვა, რომ ახმატი მის დაჯგუფებას გადასცემდა ჭურვებს, რომლებსაც ვაგნერელები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ.

პრიგოჟინისა და კადიროვის ძალები პერიოდუად ეწევიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას.

კომენტარები