ავატარი 2

AVATAR: THE WAY OF WATER-მა შემოსავლით ტიტანიკს გადაასწრო

Deadline

ავატარის მეორე ნაწილმა კინოგაქირავებაში ტიტანიკს გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მესამე ადგილი დაიკავა. 

ორთვიან კინოგაქირავებაში Avatar: The Way of Water-მა $2.243 მილიარდი გამოიმუშავა. აქედან 1.6 მილიარდი ფილმმა ამერიკის გარეთ, მსოფლიო კინოგაქირავებაში მოიპოვა. 

ტიტანიკს ამ დროისთვის $2.242 მილიარდი აქვს გამომუშავებული. ლეგენდარული ბლოკბასტერის შემოსავალი კიდევ გაიზრდება, ვიანიდან ოსკაროსანი ფილმი კინოგაქირავებაში ხელმეორედ გამოვიდა.

ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება: 

1. Avatar

2. Avengers: Endgame

3. Avatar: The Way of Water

4. Titanic

5. Star Wars: Episode 7 – The Force Awakens

ხუთიდან სამი ფილმი (ავატარის ორი ნაწილი და ტიტანიკი) ჯეიმს კამერონის მიერ არის გადაღებული.

ავატარი 2-ისა და ტიტანიკის დიდ ეკრანზე ნახვა Cavea-ს კინოთეატრების ქსელშია შესაძლებელი.

კომენტარები