ავატარი 2

ავატარის მეორე ნაწილმა კინოგაქირავებაში 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

Deadline

ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერმა Avatar: The Way of Water მსოფლიო კინოგაქირავებაში $2,024 მილიარდი გამოიმუშავა. აქედან $598 მილიონი ფილმმა ამერიკის კინოთეატრებიდან მიიღო.

ახლო მომავალში მეორე ავატარი გადაასწრებს Avengers: Infinity War($2.048 მილიარდი)-ს და Star Wars: Force Awakens($2.068 მილიარიდ)-ს. კამერონის ბლოკბასტერი კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მეოთხე ადგილს დაიკავებს.

ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად დღემდე პირველი ავატარი რჩება. 2009 წელს გამოსულ ბლოკბასტერს $2.922 მილიარდი აქვს გამომუშავებული. $2.797 მილიარდით მეორე ადგილზე შურისმაძიებლების ფინალური ფილმია, ხოლო მესამე ადგილს $2.187 მილიარდით კამერონის ტიტანიკი იკავებს.

კამერონი ისტორიაში ერთადერთი რეჟისორია რომლის სამმა ფილმმა 2-მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა. 

ავატარი 2-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი. 

კომენტარები