საქართველო-უკრაინა

ვაშაძე: უკრაინის რადამ 24 თებერვალს საქართველოს დელეგაცია მიიწვია, ოცნებამ უარი თქვა

სტრატეგია აღმაშენებლი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთ უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიწვია, თუმცა მმართველმა პარტიამ მიწვევაზე უარი თქვა.

"ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!" – წერს ვაშაძე.

ტაბულა ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალების მისაღებად საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით, მსგავს ფაქტზე ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები