სტიქია ბრაზილიაში

ბრაზილიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, სან პაულუს შტატში ძლიერი წვიმებისგან და დატბორვისგან გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია. მონაცემებს შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ქალაქის, სან სებასტიანის მერის, ფელიპე აუგუსტოს თქმით, ათობით ქალაქის მაცხოვრებელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი კი განადგურებულია.

ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 228 ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, სან პაულოს ჩრდილოეთ სანაპირო რეგიონებიდან კი 338 ადამიანია ევაკუირებული.

180-დღიანი კატასტროფით გამოწვეული საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა შტატის 6 ქალაქში: სან სებასტიანში, კარაგუატატუბაში, ილიაბელაში, უბატუბაში, გუარუჟასა და ბერტიოგაში.

სტიქიის გამო შტატის ჩრდილოეთ სანაპირო ნაწილში გაუქმდა კარნავალები, რაც რეგიონს დამატებით მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს მოუტანს.

კომენტარები