სტიქია ბრაზილიაში

ბრაზილიაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, პერნამბუკოს შტატში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ბრაზილიის რეგიონული განვითარების მინისტრის ცნობით, სტიქიის შედეგად 4000-მდე ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. მისივე თქმით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი წვიმის შედეგად მეწყრული ზონების გააქტიურება გახდა.

პერნამბუკოს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი კი მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას დროებითი თავშესაფრის სხვა რეგიონებში მოძებნისკენ მოუწოდებს.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროცესში სამხედროები ჩაერთვებიან, თავად კი სიტუაციის შესაფასებლად სტიქიის ეპიცენტრში, რესიფის მუნიციპალიტეტში ორშაბათს ჩავა.

კომენტარები