ისრაელი-სირია

სირიის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ დამასკოზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Firas Makdessi

ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქის, დამასკოს დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმხილველებისა და ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში ირანულ დანადგარებთან ახლოს მდებარე უსაფრთხოების კომპლექსზე მიიტანეს, რომელიც მკაცრად იყო დაცული.

გამომდინარე იქიდან, რომ შენობა მჭიდროდ დასახლებულ არეალში მდებარეობდა, თავდასხმის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობებიც დაზიანდა, რომელთა დიდი ნაწილიც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებსა და სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდა. 

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 15-მდე ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 

ისრაელის მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები