მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

"ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე" – ილჰამ ალიევი

Reuters

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 18 თებერვალს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხსა და გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც ესწრებოდნენ. კონფერენციაზე კავკასიის რეგიონზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობაც განიხილეს. 

"დაახლოებით ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა ომი, რომელიც 44 დღე გაგრძელდა. ჩვენ ვიცით ომი რა არის, როგორი სასოწარკვეთა და ტანჯვა მოაქვს მას ხალხისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვსურს, ევრაზიაში მშვიდობა დამყარდეს. მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხანგრძლივი ურთიერთსიძულვილი და მტრობა უნდა დაასრულონ. ჩვენ ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ვმუშაობთ. იმედია, ადრე თუ გვიან მას სისრულეში მოიყვანთ. ჩემი აზრით, ეს შეიძლება კარგი მაგალითი იყოს იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, რომლებსაც სერიოზული ისტორიული უთანხმოება ჰქონდათ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ახალი ფურცლიდან გააგრძელონ ურთიერთობა".  - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 

კომენტარები