მიუნხენის კონფერენცია

ღარიბაშვილი: რთულია ითქვას, რა მოხდება, სად იქნება ევროპა უკრაინის ომის შემდეგ

რთულია ითქვას, რა მოხდება. ვფიქრობ დრო გვაჩვენებს სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო, რაც თავიდანვე ვთქვი, ბატონებო: მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს ექნებათ ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი მოლაპარაკების.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი გამოსავალი არ არის. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენი საკუთარი გამოწვევები გვაქვს, მაგრამ, რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისაა, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, რაც ძალაუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, ვერც კეთილდღეობას ვერც სტაბილურობას.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

კომენტარები