ასევე მინდა ვახსენო, რომ, ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ. გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გიგრვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის წევრის ცემით და ბევრი სხვა შემთხვევა. ორი დღე კონტენიერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდოდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. მე არ მინდა ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პენალზე და ასეთ პასუხი მინდა გაგცეთ.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში
tbl.ge/69xt
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მას შემდეგ რაც ჰკითხეს, როგორ ექცევიან საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს, რომლის მდგომარეობა სიუჟეტებიდან საგანგაშო ჩანს.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




