ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია

მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. მე მინდა ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოში წლინახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა. იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას. ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები და ფოტოები და მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა. ეს არის ჩემი პასუხი.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მას შემდეგ რაც ჰკითხეს, როგორ ექცევიან საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს, რომლის მდგომარეობა სიუჟეტებიდან საგანგაშო ჩანს. 

კომენტარები