რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში მისი ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება

Kevin Dietsch/Getty Images

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება. 

ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტსა და NATO-ს სხვა მოკავშირეებს შეხვდება. 

"ამ ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისთან ვიზიტი დაგეგმილი არ არის". - აღნიშნა კირბიმ. 

"მას შემდეგ, რაც ის სამშაბათს [20 თებერვალს] პოლონეთში ჩავა, შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს, დუდას და განიხილავს როგორც ორ მხრივ თანამშრომლობას, ისე ერთობლივ მცდელობას მხარი დაუჭირონ უკრაინას და გაზარდონ NATO-ს შემაკავებელი ძალა". - თქვა კირბიმ. 

კომენტარები