რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ხომ არ გეწყინათ?" – ლუკაშენკო პუტინს ბაიდენის ბელარუსში მიწვევაზე

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო მის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს 17 თებერვალს შეხვდა, მას შემდეგ, რაც გასულ დღეს მან ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსში მიიწვია

პრესკონფერენციაზე ლუკაშენკო ბაიდენის პოლონეთში დაგეგმილ ვიზიტს განიხილავდა, როდესაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯობდა ამერიკის პრეზიდენტი ბელარუსში ჩასულიყო. 

"მზად ვარ, მასთან ომის დასრულება განვიხილო". - აღნიშნა ლუკაშენკომ. 

მეორე დღეს კი ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთში ჩაფრინდა და პუტინთან უცნაური დიალოგი ჰქონდა. 

"უარს როგორ გეტყოდით". - აღნიშნა მან პუტინის პასუხად, რომელმაც ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ მის პრესკონფერენციას უყურა, რაზედაც ლუკაშენკომ ჰკითხა: "ხომ არ გეწყინათ?". 

"არა, ხომ იცი, ჩვენ ვიზიარებთ პოზიციასა და მიდგომებს". - თქვა პუტინმა.

კომენტარები