რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: დიალოგის დრო არ არის, რადგან რუსეთმა ომი აირჩია

რუსეთს სურდა, გავლენის სფეროები შეექმნა და ისე გამოეყვანა, თითქოს უკრაინაში წამოწყებულ ომს ლეგიტიმური საბაბი ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ იმუშავა და  ერთი წლის შემდეგაც არ მუშაობს. რუსეთის მიმართ დიდი უნდობლობა არსებობს, თავდაცვა მეტად მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიაში გამოწვევის გადაჭრა რუსეთს შეუძლია? რუსეთს, რომელიც ახალ კოლონიალისტურ სახელმწიფოს წარმოადგენს [...]

ახლა რუსეთთან დიალოგის დრო არ არის, რადგან რუსეთმა ომი აირჩია. რუსეთმა ამ ომის ესკალაცია აირჩია. რუსეთმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჩაედინა ომის დანაშაულები. მოკლევადიან პერიოდში გამოსავალი მარტივია – რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი და რუსეთის თავდასხმა წარუმატებელი უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობა ნორმად იქცეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მსოფლიოში სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

კომენტარები