ივანიშვილის დეპუტატები

მაჭარაშვილი კანონპროექტზე: მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთების გამო

თავად ამერიკაში ამბობენ, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონპროექტი. ჩვენ ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი-ერთში გადმოვაკოპიროთ ამერიკის კანონმდებლობა და კანონი და ასე დავაინიციროთ. ამის მერეც თუ იქნება კიდევ ამერიკიდან განცხადება, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, გამოდის, რომ თავად ამერიკას ჰქონია რუსული კანონი გადაღებული, სხვა ლოგიკა უბრალოდ აღარ არსებობს.  

მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებების გამო. რაც შეეხება ევროპარლამენტს, არაერთხელ ითქვა, რომ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებები მოისმინოს საზოგადოებამ. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი "უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ" მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის კრიტიკაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებსხალხის ძალის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

კომენტარები