ჰოლივუდი

ბრიუს უილისის ოჯახის ინფორმაციით, მსახიობს დემენცია აქვს

GETTY IMAGES

"შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი". - წერს სოციალურ ქსელში ბრიუს უილისის ოჯახი და, მათი თქმით, მსახიობს ფრონტტემპორალური დემენცია აქვს.

67 წლის მსახიობს გასული წლის გაზაფხულზე დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი - რაც მეტყველების გაძნელებას იწვევს. ოჯახის განმარტებით, დაავადება პროგრესირდებოდა და ახლა მათ ზუსტი დიაგნოზი იციან. 

ოჯახის განმარტებით, ფრონტტემპორალური დემენცია 60 წლამდე ადამიანებში დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

გასული წლის მარტში უილისმა ავადმყოფობის გამო კინოინდუსტრია დატოვა.

უილისი ცნობილი გახდა 1980-იან და 90-იან წლებში მას შემდეგ, რაც ითამაშა ისეთ წარმატებულ ფილმებში, როგორიცაა Die Hard, The Sixth Sense, Armageddon და Pulp Fiction.

კომენტარები