რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლვოვზე იერიში მიიტანეს, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა

ლვოვი
UNIAN

16 თებერვალს, გამთენიისას ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ლვოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

კოზიცკის მიხედვით, ამჟამად არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ხოლო ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

შეტევის მაუწყებელი სიგნალი ქალაქში 02:54-დან 4:26-მდე გაგრძელდა.

ამასთან ერთად, ბოლო 13-14 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი - Су-24М და Су-25 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს

გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს თავს 20-ზე მეტ ლოკაციაზე დაესხნენ - მათ შორის, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალების საცავებს.  

გენშტაბი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტების მიერ მორიგი შეტევების საფრთხე კვლავ მაღალია. 

"ამავდროულად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა ძლიერდება". - ვკითხულობთ მათ განცხადებაში. 

13-14 თებერვალს განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 32 საჰაერო იერიში მიიტანეს. 

კომენტარები