გოგი წულაიას საქმე

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდა

სააპაელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდა. 

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, გოგი წულაია 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, რაც ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, რაშიც წულაია დამნაშავედ ცნეს, მოიცავს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლით შეუფარდა.

გოგი წულაია საქართველოში არ იმყოფება. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვარ პოლიტიკური პატიმარი და ამ წუთას ვარ პოლიტიკური დევნილი. თუნდაც 4 წელი მომცენ, ჩათავლეთ, რომ ფაქტობრივად ეს სიკვდილის განაჩენზე ხელის მოწერაა. მიუხედავად ამისა, თავს დამარცხებულად არ ვთვლი".- ამბობს წულაია TV პირველთან

წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება კლანის ხელით იმართება. 

გოგი წულაია 2021 წლის 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად, სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 1-ელ ივლისს წულაია 6 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

კომენტარები