გოგი წულაიას საქმე

გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

ინფორმაცია ტაბულას წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა. 

ადვოკატის ცნობით, წულაია 6 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ის პენიტენციურ დაწესებულებას ერთ საათში დატოვებს. 


19 მარტს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით). დანაშაული 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 

კომენტარები